სად დავისვენოთ ზამთარში? - Glint Property
დააწკაპუნეთ გასადიდებლად
იტვირთება...
შედეგი ვერ ვიპოვეთ
open map
ხედი საგზაო რუკა Სატელიტი ჰიბრიდი რელიეფი ჩემი ლოკაცია Მთლიანი ეკრანი წინა შემდეგი

გაფართოებული ძებნა

ვიპოვეთ 0 შედეგები. შედეგების ნახვა
თქვენი ძებნის შედეგი

სად დავისვენოთ ზამთარში?

ავტორი admin on იანვარი 22, 2022
0

თბილი სახლი და თოვლიანი მთების ხედი, ზამთრის სიმყუდროვეს ქმნის. ამ სიმყუდროვეს კი ხშირად მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვიზიარებთ.

მაგრამ სად? ეს კითხვა ყველაზე საინტერესოა.

საქართველოს ზამთრის კურორტები ევროპის სამთო-სათხილამურო კორორტების რეიტინგში წინ მიიწევს, იზრდება კურორტების პოტენციალი და ვითარდება ინფრასტრუქტურა. თხილამურებით სრიალი, ექსტრემალური სპორტი, გამაჯანსაღებელი პროცედურები, გასტრონომიული თავგადასავლები… მზე, მაღალი მთის  ჰავის, ჟანგბადისა და ფიზიკური დატვირთვის ერთობლიობა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის, საუკეთესო გარემოს ქმნის. მეტიც, თუ საკუთარი სივრცე, სახლი ან ბინა გაქვთ, დამატებითი შემოსავლის მიღებასაც შეძლებთ.

თუმცა, თუ რომელ კურორტს აირჩევთ დასასვენებლად ეს თქვენს ინტერესებზეა დამოკიდებული.

Glint property  საქართველოს ზამთრის კურორტებიდან ყველაზე მოთხოვნად კურორტებზე: ბაკურიანსა და გუდაურში, საუკეთესო პროექტებს გთავაზობთ. თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ სახლი, დაისვენოთ ზამთარში და მიიღოთ დამატებითი შემოსავალი.

გუდაური

marshal gudauri

თუ თხილამურებით სრიალი გიყვართ, ამ მხრივ, გუდაური ყველაზე პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე, მდებარეობს. აქ არსებულ სასრიალო ტრასებს შეუძლია დააკმაყოფილოს ყველა მომხმარებლის მოთხოვნა, აქ სრიალი შეუძლიათ დამწყებ, საშუალო და პროფესიონალ მოთხილამურეებს, როგორც გაკვალულ, ისე გაუკვალავ გზებზე. თხილამურების გარდა, სნოუბორდით მოსრიალეებსაც იდეალური გარემო დაგხვდებათ. მეტიც, 2014 წელს National Geographic-მა გუდაური ზამთრის დასვენებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად დაასახელა. 

 „მარშალ დეველოპმენტი“ კი გუდაურის სათხილამურო კურორტზე უძრავი ქონების ერთ-ერთ წამყვან პროექტს ახორციელებს. გუდაურის ცენტრში, პრემიუმ კლასის რეზიდენციას ქმნის და მაცხოვრებლებს, ტერიტორიის ფარგლებში, მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს. მობინადრეები კომპლექსიდან გაუსვლელად ისარგებლებენ აუზით, მარკეტებით, რესტორნებითა და საპარკინგე სივრცეებით. „მარშალ გუდაურში“ დაახლოებით 200-მდე ნომერი იქნება. ბინების ყიდვას, შიდა ინტერიერით,  18 მ2-დან 100 მ2-მდე შეძლებთ.

„მარშალ გუდაური“ იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო მიზნებისთვის. გაქირავების სერვისი და დაბალი საკომისიო აქ სახლის ყიდვას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის, თქვენ არ მოგიწევთ ყოველ ჯერზე დამქირავებელთან საუბარი და დამატებით შემოსავალს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მალევე მიიღებთ.

ბაკურიანი

ოჯახთან ერთად დასვენებისა თუ მეგობრებთან დროის გასატარებლად, ბაკურიანი იდეალური ადგილია. სამთო-კლიმატური კურორტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან  1700 მეტრზე მდებარეობს.

სუფთა ჰაერი და გამაჯანსაღებელი გარემო ამაღლებს როგორც ბავშვების, ისე მოზარდების იმუნიტეტს. კურორტი ხალხმრავლობით გამოირჩევა და გასართობად მრავალფეროვან გარემოს გვთავაზობს. აქ თქვენ შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით, ბურანითა და ციგებით, ისარგებლოთ საციგურაო მოედნით, მიირთვათ გემრიელი საკვები და ისეირნოთ ცხენებით, სუფთა ჰაერზე.

ბაკურიანში უძრავი ქონების შეძენა ერთ-ერთ სანდო და მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს. შეგიძლიათ თავად დაისვენოთ ან გააქირავოთ კონკრეტული ფართი და ამით დამატებითი შემოსავალი მიიღოთ.

“არქი კოხტა ბაკურიანი” კი 5-სართულიანი პროექტს გთავაზობთ. ბინები რემონტის სრული პაკეტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩაბარდება, რითაც დაზოგავთ დროსა და ფულს და მის გამოყენებას ნებისმიერი მიზნისთვის, ყიდვისთანავე, შეძლებთ. პროექტი 147 ბინას მოიცავს, მინიმალური ფართი 21.4 კვ.მ-დან იწყება და აქ ადგილი ნებისმიერი მსურველისთვის მოიძებნება.

პასუხი კითხვაზე: თუ სად შეიძლება დაისვენოთ ზამთარში, მარტივად მოიძებნება. გადახედე Glint Property-ს პროექტებს და დაფიქრდი, იქნებ, სწორედ ახლაა, საუკეთესო დრო სახლის შესაძენად.

Leave a Reply

Your email address will not be published.

Compare Listings