მიმოხილვა
- განახლების დრო:
- ოქტომბერი 30, 2021
არქი დიღომი 3 დიდი დიღმის ერთ-ერთი განსაკუთრებული ვიზუალის მქონე საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ესთეტიკური მახასიათებლებით, მაღალი ხარისხითა და საუკეთესო ლოკაციით გამოირჩევა. მის გვერდით მდებარეობს სავაჭრო ცენტრი „გუდვილი.“ პროექტში გათვალისწინებულია 5-ვარსკვლავიანი ლობის მოწყობა, მობინადრეებს კი არქის კონსიერჟი 24 საათის განმავლობაში მოემსახურებათ. 25-სართულიან პროექტში საცხოვრებელ ბინებთან ერთად კომერციული სივრცეც არის გათვლილი. არქი დიღომი 3 დაგეგმარებულია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 41-ე დადგენილებით, რაც სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს ითვალისწინებს. რაც შეეხება სამშენებლო მასალებს, არქი დიღომი 3-ის კომპლექსი გერმანული წარმოების იტონგის ბლოკით შენდება. ენერგოეფექტური ბლოკის მეშვეობით, შენობის გასათბობად და გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს.