Რატომ არის მინიმალისტური დიზაინი დღეს ყველაზე მოთხოვნადი? - Glint Property
დააწკაპუნეთ გასადიდებლად
იტვირთება...
შედეგი ვერ ვიპოვეთ
open map
ხედი საგზაო რუკა Სატელიტი ჰიბრიდი რელიეფი ჩემი ლოკაცია Მთლიანი ეკრანი წინა შემდეგი

გაფართოებული ძებნა

ვიპოვეთ 0 შედეგები. შედეგების ნახვა
თქვენი ძებნის შედეგი

Რატომ არის მინიმალისტური დიზაინი დღეს ყველაზე მოთხოვნადი?

ავტორი admin on თებერვალი 8, 2022
0

მინიმალიზმი უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. Მინიმალისტური დიზაინის შესაქმნელად, სუფთა ხაზები და კომპოზიციები, ნათელი და ბუნებრივი განათება, დიზაინის სიმარტივე, მსუბუქი და ნეიტრალური ფერებია საჭირო. Აქ აქცენტი მხოლოდ რამდენიმე ელემენტის ფორმაზე, ფერსა და ტექსტურაზე კეთდება. პრიორიტეტი კი საჭირო ნივთებს ენიჭება, რაც უფრო მშვიდი გარემოს შექმნაში გვეხმარება და თავისუფლების განცდას გვაძლევს.

Გარდა იმისა, რომ მინიმალისტური დიზაინი მაღალი ესთეტიკით გამოირჩევა, ადამიანები მას ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო ირჩევენ.

Პატარა ბინებში სივრცეს მაქსიმალურად წარმოაჩენს

minimalist interior

Პატარა ბინებისა თუ სახლებისთვის მთავარი ამოცანა ყველა საჭირო ნივთის სწორად განლაგება და სივრცის მაქსიმალურად ათვისებაა. Თუმცა დიზაინი არ უნდა გადაიტვირთოს და სივრცე მაქსიმალურად წარმოჩინდეს. მინიმალისტური დიზაინი კი იდეალური გამოსავალია. Გარდა იმისა, რომ თქვენ მხოლოდ საჭირო ავეჯსა თუ ნივთებს იყენებთ, Თუნდაც, Ერთი ფერის გამოყენებით, ერთიან სივრცეს ქმნით, რაც მის ვიზუალურ აღქმას ამარტივებს და ბინას იმაზე უფრო დიდად წარმოაჩენს, ვიდრე რეალურადაა.

Ნაკლები ავეჯი სჭირდება

minimalist interior

სახლის მინიმალისტური დიზაინი მხოლოდ საჭირო და ფუნქციური ავეჯის განთავსებას მოითხოვს, შესაბამისად, თქვენ ნაკლები ავეჯის ყიდვა გიწევთ, რაშიც თანხაც გეზოგებათ. თქვენ ყიდულობთ იმას, რაც აუცილებელია და არა იმას, რაც უბრალოდ მოგწონთ. Თუმცა ავეჯის მასალას, ქსოვილსა თუ ფორმას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. 

Მინიმალისტური დიზაინის ფერები არასდროს გბეზრდებათ

minimalist interior

Მინიმალისტურ დიზაინში არ არის ბევრი და გადატვირთული ფერი, თვალი მას მარტივად აღიქვამს და ნაკლებად გბეზრდებათ. ფერთა პალიტრა  მსუბუქ და რბილ ბუნებრივ ჩრდილებს მოიცავს. მინიმალისტურ დიზაინში ძირითადად თეთრი, კრემისფერი და ნაცრისფერი გვხვდება. 

Ერთგვაროვან ფერებში სითბოს შემოტანის შესანიშნავი გზა სხვადასხვა ჩრდილის შერწყმა და ტექსტურის შერევაა. Მაგალითად, საძინებელში თეთრეულის, შპალერისა თუ ხალიჩების გამოყენება, თეთრი ან ბეტონის ელემენტების შესამსუბუქებლად, ხის აქსესუარების დამატება.

Მცენარეების მოყვარულებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის

minimalist interior plants

Მცენარეების მოყვარულთათვის მინიმალისტური დიზაინი განსაკუთრებულია, რადგან აქ მთავარ აქცენტს ხშირად სწორედ მცენარეზე აკეთებენ. Სხვადასხვა ფერის ყვავილით, სივრცის ერთფეროვნებას შეცვლით. Და რადგან მინიმალისტური დიზაინის მქონე ბინებში ხშირად ბევრი ბუნებრივი თუ ხელოვნური განათებაა, მცენარეებისთვის კარგი საცხოვრებელი გარემოც იქმნება. 

Თუ განსაკუთრებული დიზაინის შექმნა გინდათ, ამისთვის ჯერ განსაკუთრებული სივრცე უნდა შეარჩიოთ, რაც Glint Property-ს პროექტებში ნამდვილად მოიძებნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.

Compare Listings