ის, რაც სახლის მოწყობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ - Glint Property
დააწკაპუნეთ გასადიდებლად
იტვირთება...
შედეგი ვერ ვიპოვეთ
open map
ხედი საგზაო რუკა Სატელიტი ჰიბრიდი რელიეფი ჩემი ლოკაცია Მთლიანი ეკრანი წინა შემდეგი

გაფართოებული ძებნა

ვიპოვეთ 0 შედეგები. შედეგების ნახვა
თქვენი ძებნის შედეგი

ის, რაც სახლის მოწყობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

Სახლის ყიდვის შემდეგ უკვე მის ინტერიერზე ვიწყებთ ფიქრს და ვცდილობთ, სასურველი ვიზუალი სურათებში ვიპოვოთ. იგი კონკრეტულ სივრცეშიც შემოგვაქვს, თუმცა Ხშირად არც ისეთი კარგი გამოდის, როგორიც წარმოგვედგინა. ეს მხოლოდ ჩვენი შეცდომის ბრალია, რადგან არ ვფიქრობთ იმაზე თუ რამდენად მოერგება კონკრეტული დიზაინი არსებულ საცხოვრებელ ფართს… Შედეგად კი, ისეთი სივრცე იქმნება, რომელიც საერთოდ არ ასახავს იმ იდეასა თუ ატმოსფეროს, რომელიც საოცნებო სახლში გინდოდათ რომ ყოფილიყო.

“არ მიიღოთ გადაწყვეტილებები სწრაფად” — ეს არის ის, რაც სახლის ინტერიერის მოწყობისას აუცილებლად უნდა გაითვალისწიოთ და, რაც მრავალი შეცდომის თავიდან აცილებაშიც დაგეხმარებათ. ახლა კი ის საკითხები განვიხილოთ, რომლებიც ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს თავიდან აგარიდებთ:

Სივრცის გაზომვა

თუ კონკრტული სივრცის მოწყობას გადაწყვეტთ, უპირველესად, არა ფერებისა და ავეჯის შერჩევა, არამედ კონკრეტული სივრცის გაზომვა უნდა დაიწყოთ, შემდეგ კი განსაზღვროთ, რა ტიპის ავეჯი გამოიყენოთ, რა ზომის, ფერისა თუ ფორმის. Მაგრამ ეს მხოლოდ დიდ მასიურ და ძვირიან ნივთებს, როგორიცაა, მაგალითად, საწოლი და კარადა,  არ ეხება, აქ დიდ ყურადღებას ფარდებისა და ხალიჩების ზომებზე ამახვილებენ. დიახ, მათი არასწორი განლაგებითა თუ ზომით, შესაძლოა, თქვენი სივრცე ისე არ გამოიყურებოდეს, როგორც ამაზე თავიდანვე ფიქრობდით. 

განათება

Სივრცის მოწყობისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი განათებაა, რაც შემდგომში იმის გადაწყვეტაშიც დაგეხმარებათ, თუ როგორ მოიქცეთ, უფრო ნათელი გახადოთ სახლი თუ, პირიქით. Შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ეს დამატებითი განათების წყაროებით მარტივად მოგვარდება, თუმცა ასე მარტივადაც არ არის… თუ მაგალითად, სახლისთვის ფერს შეარჩევთ, შეღებვის შემდეგ კი აღმოაჩენთ, რომ  იგი სრულიად განსხვავებულია, ეს არა კედლების, არამედ განათების ბრალი იქნება. ან თუ თქვენი ოთახი არც ისეთი მყუდრო გამოვიდა, როგორზეც ფიქრობდით და ახლა გგონიათ, რომ კონკრეტულ სივრცეს რაღაც აკლია, აქაც ფიქრი განათებაზე უნდა დაიწყოთ. Სწორედ ამიტომ, სანამ თქვენი სივრცის დაგეგმარებას დაიწყებთ, ჯერ გაიგეთ, რა ტიპის განათებაა თქვენს სახლში, შემდეგ კი მის მოწყობაზე იზრუნეთ. 

Საკუთარი გემოვნების გათვალისწინება

Ხოლო იმისათვის, რომ თქვენს სახლში შესვლისთანავე ბედნიერებას გრძნობდეთ, იგი თქვენს პიროვნებას უნდა ასახავდეს. თუმცა ამისთვის, ზუსტად უნდა გქონდეთ განსაზღვრული — რა მოგწონთ და რა, არა. Წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთვის კონკრეტული სივრცის მოწყობა საკმაოდ რთული იქნება ან ისეთ სივრცეს შექმნით, რომელიც საერთოდ არ არის “თქვენი”. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კედლების მწვანე ფერში შეღებვა გსურთ, სხვისთვის წარმოუდგენელი ყვითელი ორნამენტებით, ასეც უნდა მოიქცეთ და არასდროს დააიგნოროთ ის, რაც თქვენ მოგწონთ. Ხოლო თუ ხვდებით, რომ მსგავსი გაბედული ნაბიჯების მიუხედავად, ვერ ახერხებთ იმის შექმნას, რაც წარმოგედგინათ, შეეცადეთ ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ ან რჩევა ინტერიერის დიზაინერებს ჰკითხოთ. თუმცა აქაც გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი სახლია და აქ სწორედ ისე უნდა იყოს ყველა დეტალი მოწყობილი, როგორც თქვენ მოგწონთ. 

ტრენდების მიმდევრობა

Შესაძლოა, ახლა მოდაში ოქროსფერი ნიჟარა იყოს და ამან თქვენი სახლი ტრენდული შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზეც გახადოს, მაგრამ რას იზამთ, როცა ტრენდი შეიცვლება? თქვენ ხელახლა მოგიწევთ რემონტის გაკეთება, ან იმ სივრცეში დარჩენა, რომელსაც სხვები “ძველებურ” ან “უგემოვნო” სტილად აღწერენ. ამის თავიდან ასაცილებლად კი, მნიშვნელოვანია, სახლის მოწყობისას არ აყვეთ ტრენდებს და გახსოვდეთ ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ — არ დაკარგოთ თქვენი სტილი და გამოიყენეთ ყველაფერი, რაც მოგწონთ, მიუხედავად იმისა, რომ წელს ტრენდული ოქროსფერია…

თქვენი საოცნებო სახლისთვის საუკეთესო სივრცეს კი Glint Property-ს პროქტებში იპოვით.

Leave a Reply

Your email address will not be published.

Compare Listings