რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის ყიდვისას? - Glint Property
დააწკაპუნეთ გასადიდებლად
იტვირთება...
შედეგი ვერ ვიპოვეთ
open map
ხედი საგზაო რუკა Სატელიტი ჰიბრიდი რელიეფი ჩემი ლოკაცია Მთლიანი ეკრანი წინა შემდეგი

გაფართოებული ძებნა

ვიპოვეთ 0 შედეგები. შედეგების ნახვა
თქვენი ძებნის შედეგი

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის ყიდვისას?

ავტორი admin on ნოემბერი 16, 2021
0

როგორი წარმოგიდგენია შენი საოცნებო სახლი? დიდი აივნები, ლამაზი ხედი, მყუდრო სივრცე, ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ არსებობს რაღაც დეტალები, რაც ყველა სახლისთვის საერთოა და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ვერ ვიტყვით, რომ ბინის შეძენა მარტივი პროცესია, რადგან ბევრი დეტალის გათვალისწინება გვიწევს და თუ სწორად არ ვირჩევთ ჩვენს საცხოვრებელ სივრცეს, მალევე გვიწევს მისი შეცვლა, გადასვლა ერთი ადგილიდან მეორეზე, რაც საკმაოდ დამღლელი და შრომატევადი საქმეა, ხშირ შემთხვევაში კი ვეღარც ვახერხებთ. იმისთვის , რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები სახლის ყიდვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი დეტალები:

მდებარეობა

ვიცით, რომ სახლის არჩევისას მდებარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,თუმცა მდებარეობა უნდა განვიხილოთ რამდენიმე მიმართულებით, ყველაზე მთავარი კი არის ჯერ საცხოვრებელი კომპლექსის, შემდეგ კი ბინის მდებარეობა.

 როცა საცხოვრებელ უბანს ირჩევ, უნდა შეეცადო, რომ მაქსიმალურად იყოს მორგებული შენს საჭიროებებზე, იყოს ახლოს აფთიაქთან, ბანკთან და პროდუქტის მაღაზიებთან

თუ, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდები, უნდა იზრუნო იმაზე, რომ გაჩერება ახლოს იყოს სახლთან, რომ მარტივად შეძლო გადაადგილება, ან სტუმრებმა მარტივად შეძლონ შენთან მოსვლა

ასევე უნდა დაფიქრდეთ კორპუსის რომელ მხარეს ირჩევთ საცხოვრებლად, კორპუსის შუა ნაწილს თუ კუთხეებს,თუმცა ორივეს აქვს თავისი უპირატესობა. მაგალითად, კორპუსის შუაში მდებარე ბინები უფრო თბილია, კუთხეში მდებარე ბინები კი უფრო მეტი საზაფხულო სივრცის არსებობის საშუალებას გვაძლევს. ასევე უნდა დაფიქრდეთ, გზის მხარეს გირჩევნიათ სახლის ყიდვა თუ გზისგან მოშორებით, თუ ბავშვები გყავთ და ბინას საცხოვრებელი კომპლექსის შიდა მხარეს შეიძენთ,სადაც საბავშვო სკვერიც მდებარეობს, შეძლებთ მუდმივად თვალყური ადევნოთ მათ.

და კიდევ, სახლის ყიდვამდე კარგი იქნება შენ მიერ არჩეულ სივრცეს სხვადასხვა ამინდში თუ შეამოწმებ, მაგალითად, წვიმის დროს, მიხვდები რამდენად შემოდის აივანზე წყალი, არის თუ არა ე.წ საწვიმარი მხარე. ქარის დროს მნიშვნელოვანია ჰაერის ნაკადი არ ხვდებოდეს პირდაპირ ფანჯრებს, კარგ ამინდში კი მარტივად მიხვდებით დღის რა მონაკვეთში იქნება მზე თქვენს აივანზე, რამდენად თბილი და ნათელი სივრცე გექნებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ნათელი სივრცეები დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობასა და პროდუქტიულობაზე

ხედი

 სახლის შერჩევის დროს ერთერთი მნიშვნელოვანი დეტალი სახლის ხედია. ამიტომ აუცილებლად უნდა დარწმუნდე, რომ შენ მიერ არჩეულ ხედს რამდენიმე წელიწადში კორპუსი ან რაიმე ნაგებობა არ დაფარავს.

სართული

ვიცით, რომ ბინის ფასი განსხვავდება სართულების მიხედვითაც,ამიტომ კარგად დაფიქრდი რა უფრო გჭირდება შენ და თანხაც რაციონალურად გამოიყენე.

მშვიდი გარემო

დაღლილი დღის შემდეგ ენერგიების აღსაღდგენად ყველაზე მეტად მშვიდი გარემო გვჭირდება, ამიტომ  სახლის არჩევისას უნდა დავაკვირდეთ რამდენად ახლოა იგი გზასთან, სკოლასთან, საფეხბურთო მოედანთან ან სხვა, რომ მაქსიმალურად შევქმნათ მყუდრო საცხოვრებელი სივრცე ჩვენთვის და თავიდან ავირიდოთ ზედმეტი ხმაური

რა მასალისგან შენდება კედლები?

ბინის ყიდვის დროს ყველაზე დიდ ყურადღებას მაინც მის განლაგებას ვუთმობთ , თუმცა აქ ერთი კითხვა აუცილებლად უნდა დავსვათ – რა მასალისგან შენდება კედლები? თუ საშენი ბლოკი ენერგოეფექტურია, ეს ნიშნავს , რომ ნაკლები იქნება თქვენი კომუნალური გადასახადები,თუ ეკოლოგიურად სუფთაა, სამომავლოდ ჯანმრთელობის პრობლემებს აიცილებთ თავიდან და თუ საშენი მასალა უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას,მშვიდ გარემოში ცხოვრება გარანტირებული გაქვთ, ამიტომ ამ კითხვის დასმა ნამდვილად ღირს

სივრცის სწორად ათვისება

როცა ბინაში შედიხართ შეიძლება მალევე მოიხიბლოთ მისი განლაგებით , დიზაინით, ხედით, მართალია, პირველი შთაბეჭდილება მთავარია, მაგრამ თქვენ აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ თქვენს საჭიროებებზე, შესაძლოა საერთოდ არ გჭირდებოდეთ 2 საძინებელი, ან დიდი სამზარეულო, ამიტომ დაფიქრდით როგორი ცხოვრების წესი გაქვთ, რას აკეთებთ სახლში დღის მანძილზე და შემდეგ მოაწყვეთ თქვენზე მორგებული სივრცეები

ჭერის სიმაღლე

მაღალჭერიანი სახლი თუ სტანდარტული სიმაღლე? ბევრი ადამიანისთვის მაღალი ჭერი ვიზუალურად უფრო ლამაზია, მაგრამ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებ, კარგად უნდა დაფიქრდე, რამდენად პრაქტიკულია იგი. მაღალჭერიანი სახლები უფრო ძვირი ღირს, ძვირია მოსაწყობადაც, რადგან სტანდარტული ზომის კარ-ფანჯრებს ან სხვა დეტალებს ვერ ვიყენებთ, დიდი სივრცის გამო კი უფრო მეტი რესურსი სჭირდება გასათბობად, რაც, ბუნებრივია,ზრდის კომუნალურ გადასახადებს.

საზაფხულო სივრცე

რაც შეეხება აივნებს, საზაფხულო სივრცის არსებობა რომ აუცილებელია ამაზე ყველა ვთანხმდებით, მითუმეტეს თუ მრავალსართულიან ბინაში აპირებთ ცხოვრებას, თუმცა სწორად უნდა განსაზღვრო რამდენი კვადრატი დააკმაყოფილებს შენს საჭიროებებს და მაქსიმალურად უნდა შეეცადო სივრცე სწორად გამოიყენო.

სივრცე ბავშვებისთვის

ხოლო თუ ბავშვები გყავთ, ან აპირებთ რომ მომავალში იყოლიოთ, სახლის არჩევისას აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ აქვს თუ არა თქვენს სახლს მწვანე სივრცე, სკვერი ან რაიმე გასართობი ადგილი ბავშვებისთვის, ისეთი, რომელიც მოშორებული იქნება გზისა და მანქანებისგან. ამგვარად თქვენ მშვიდად გაუშვებთ ბავშვს სათამაშოდ და დაეხმარებით სოციალიზაციაში.

უსაფრთხოების ზომები

აუცილებლად უნდა შეამოწმო რამდენად არის კორპუსში დაცული უსაფრთხოების ზომები, რამდენად მყარია ნაგებობა. წინასწარ უნდა იცოდე, ხანძრის ,მიწისძვრის ან სხვა შემთხვევებში როგორ უნდა მოიქცე და როგორ დააღწიო თავი შენობას მშვიდობიანად

პარკინგი

რადგან საპარკინგე ადგილის არსებობა საქართველოში ზოგადი პრობლემაა, სახლის ყიდვისას კარგად დაფიქრდი იქნება თუ არა მომავალში შენთვის ეს დაბრკოლება. თუ შეძლებ საპარკინგე ადგილი ბინასთან ერთად იყიდე, ასე დაზოგავ ფულს, მომავალში კი შეგიძლია დამატებითი შემოსავალიც მიიღო, მაგალითად, მეზობლისთვის საპარკინგე ადგილის მიქირავებით

კომპანიასთან ურთიერთობა

როცა ბინას კომპანიისგან ყიდულობ, აუცილებლად გაიგე ყველაფერი მათ შესახებ, შეამოწმე მათი საიტი და სოციალური ქსელები. ყველაზე კარგ ინფორმაციას კი მათი რეალური მომხმარებლებისგან მიიღებ, ამიტომ შეეცადე იპოვო ისინი ან შეამოწმე კომპანიის სოციალური ქსელი , აუცილებლად იპოვი ვინმეს, ვინც შენთვის საჭირო ინფორმაციას მოგაწვდის.

გაიგე, რა ტიპის ურთიერთობა გექნება იმ კომპანიასთან, რომლისგანაც ბინას ყიდულობ. ბინის ყიდვის შემდეგ, მთავარი კითხვაა – იზრუნებს თუ არა კომპანია მომავალში თქვენს საცხოვრებელ კომპლექსზე? ეს კითხვა აუცილებლად უნდა დასვათ, რადგან შეიძლება მოუვლელობის გამო თქვენი სივრცის ფასმა დაიკლოს და სამომავლოდ თქვენი ინვესტიცია არასწორი გამოდგეს

ხოლო თუ სახლს ყიდულობთ და თქვენთვის დროებით საცხოვრებელს წარმოადგენს, აუცილებლად იფიქრეთ მის სამომავლო გამოყენებაზე, რამდენად მარტივი და შემოსავლიანი იქნება მისი გაქირავება, აუცილებლად კითხეთ კომპანიას როგორ იქცევა მსგავს შემთხვევებში და ეხმარება თუ არა მომხმარებლებს ბინის გაქირავებაში.

თქვენ უკვე იცით ის ძირითადი საკითხები, რაც ბინის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ , ახლა კი დროა ბინის შერჩევა დაიწყოთ,თანაც ჩვენ  თქვენთვის რამდენიმე საინტერესო შეთავაზება გვაქვს.

გისურვებთ წარმატებებს!

Leave a Reply

Your email address will not be published.

Compare Listings