Რა უპირატესობები აქვს ახალ საცხოვრებელ კომპლექსს? - Glint Property
დააწკაპუნეთ გასადიდებლად
იტვირთება...
შედეგი ვერ ვიპოვეთ
open map
ხედი საგზაო რუკა Სატელიტი ჰიბრიდი რელიეფი ჩემი ლოკაცია Მთლიანი ეკრანი წინა შემდეგი

გაფართოებული ძებნა

ვიპოვეთ 0 შედეგები. შედეგების ნახვა
თქვენი ძებნის შედეგი

Რა უპირატესობები აქვს ახალ საცხოვრებელ კომპლექსს?

ალბათ დამეთანხმებით, რომ Სახლის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში. Სწორედ ამიტომ, მრავალი საკითხის გათვალისწინება გვიწევს. Ხშირად საუბრობენ იმაზე თუ სად უნდა შეიძინონ საცხოვრებელი სახლი — ახალ კორპუსებში თუ ძველში… მათი უმრავლესობა უპირატესობას ახალ საცხოვრებელ კომპლექსებს ანიჭებს, Ამას კი მრავალი ფაქტორი იწვევს: 

Მეტი არჩევანი 

ახალ კორპუსებში ბევრი გასაყიდი ბინაა, ამასთან თუ თქვენ მშენებარე ბინაში გადაწყვეტთ სახლის შეძენას მეტად მოგებული დარჩებით. ბინის მდებარეობას, სართულს, ოთახების განლაგებასა და რაოდენობას თავადვე აირჩევთ, ყველა დეტალს თქვენს საჭიროებებს შეუსაბამებთ და საცხოვრებლად მეტად კომფორტულ სივრცეს შექმნით. 

ნაკლები თანხა 

რადგან ყველაფერი ახალია კოსმეტიკური სამუშაოებისთვის ნაკლები მასალა გჭირდებათ და შესაბამისად, ნაკლები თანხის გადახდა გიწევთ.

დაბალია კომუნალური გადასახადებიც. სინათლის, წყლისა თუ გაზის სისტემა თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით არის მოწყობილი, რის გამოც თქვენ მიერ მოხმარებული რესურსების რაოდენობა და მასთან ერთად კომუნალური გადასახადებიც მცირდება.

დაცული გარემო

ახალი საცხოვრებელი კომპლექსების ეზოები შლაგბაუმებით არის ჩაკეტილი, თითოეულ საცხოვრებელ კორპუსზე სპეციალური დომოფონი და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები არის დამონტაჟებული. ეს კი თქვენს საცხოვრებელ სივრცეში უსაფრთხო გარემოს ქმნის. Შემუშავებულია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, კორპუსები კი სეისმურად მდგრადია. Გათვალისწინებულია ყველა შესაძლო რისკი, მაგალითად, ყველა ახალ კორპუსში ცენტრალური გათბობის სისტემა მონტაჟდება, რაც გაზის გაჟონვის საფრთხეს მკვეთრად ამცირებს. Მსგავსად კი სახლში თავს მეტად უსაფრთხოდ გრძნობთ. 

კომფორტი

ახალი კორპუსების ლიფტებისთვის 10 თეთრის მოძებნა აღარ გიწევთ, ეს პროცესი შესაბამისი ჩიპების სისტემით ბევრად გამარტივდა. Ამას გარდა, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიისა და სადარბაზოების დასუფთავებაზე კომპანიები ზრუნავენ და ამაში თქვენ დამატებითი ძალისხმევის დახარჯვა აღარ გიწევთ. თქვენ გაქვთ გარანტია, რომ კორპუსის საერთო გაყვანილობის პრობლემები რამდენიმე ათეული წელი მაინც არ შეგაწუხებთ.

Მეტიც, ახალ კორპუსებში სახლის შეძენისას კომპანიები თქვენზე მორგებულ გადახდის პირობებს გთავაზობთ და ბანკთან ურთიერთობაში გეხმარებათ. ძველ კორპუსებში კი მეპატრონეებს თანხა სრულად უნდა მიაწოდოთ, რისთვისაც ბანკი მეტ პროცენტსაც გართმევთ… 

Პარკინგი 

ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა… ახალ კორპუსებს კი მანქანის გასაჩერებელი სივრცეები სპეციალურად აქვს მოწყობილი. თქვენ საკუთარი საპარკინგე ადგილის შეძენაც შეგიძლიათ, Შესაბამისად, სახლში დაბრუნებისას მანქანისთვის ადგილის მოძებნა ან სახლისგან მოშორებით დაყენება აღარ გიწევთ. 

Რეკრეაციული ზონა 

ახალი პროექტების უმეტესობას საკუთარი რეკრეაციული ზონაც აქვს. Მაგალითად თუ თქვენ გამწვანებულ სივრცეში გასეირნება ან ბავშვების გართობა გინდათ სადმე წასვლა აღარ მოგიწევთ… ამას მეტად უსაფრთხო გარემოში საკუთარ სახლთან სპეციალურად მოწყობილი სივრცეებით მარტივად მოახერხებთ. 

გაყიდვისა და გაქირავების სიმარტივე

ახალ კორპუსებში მეტად გამართული სისტემაა, იგი მეტად სუფთა და უსაფრთხოა, შესაბამისად, აქ ცხოვრებისას ნაკლები პრობლემაც წარმოიქმნება. მეტიც, კორპუსის ექსპლუატაციაზეც აღარ სვამენ კითხვებს. ეს კი როგორც გაყიდვის, ისე გაქირავების მარტივ შესაძლებლობას ქმნის. 

და თუ ახლა ფიქრობთ სად შენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, ჩვენ მარტივად დაგეხმარებით. გთავაზობთ სახლებს თბილისის ყველა უბანში, ბათუმსა და ბაკურიანში. Ხოლო თუ დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ Glint Property-ს პროექტები აუცილებლად უნდა ნახოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.

Compare Listings