Როგორი უნდა იყოს ჩვენი ინტერიერი 2022 წელს? - Glint Property
დააწკაპუნეთ გასადიდებლად
იტვირთება...
შედეგი ვერ ვიპოვეთ
open map
ხედი საგზაო რუკა Სატელიტი ჰიბრიდი რელიეფი ჩემი ლოკაცია Მთლიანი ეკრანი წინა შემდეგი

გაფართოებული ძებნა

ვიპოვეთ 0 შედეგები. შედეგების ნახვა
თქვენი ძებნის შედეგი

Როგორი უნდა იყოს ჩვენი ინტერიერი 2022 წელს?

ავტორი admin on მარტი 21, 2022
0

ინტერიერის დიზაინი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა რადგან პანდემიის გამო,  ჩვენ დროის უმეტესობას სახლში ვატარებდით, კარგი ინტერიერის შექმნა აუცილებელიც კი გახდა. რაც შეეხება 2022 წლის ინტერიერის ტენდენციებს, იგი სწორედ ჩვენი ყოველდღიურობითა და საჭიროებებით არის შთაგონებული. Როგორი უნდა იყოს ჩვენი ინტერიერი 2022 წელს? თქვენ უნდა გამოიყენოთ:

ყავისფერი, მწვანე და ლურჯი ფერები

ყავისფერის ნებისმიერი ტონალობა აქტუალური ხდება. აქ იგულისხმება შოკოლადისა და კარამელის მსგავსი ფერები, მისი შეხამება მრავალ განსხვავებულ ფერთანაც კი შეგიძლიათ. ძირითადად კი მას ვარდისფერ ან ე.წ. ტერაკოტას ფერებთან გამოიყენებენ. მეტიც, დიზაინერები ამბობენ, რომ ეს წელი თამამი და ცოცხალი ფერების გამოყენებით იქნება გამორჩეული, როგორიცაა, მაგალითად, ციტრუსის მსგავსი მწვანე და RAF ლურჯი ფერები. ამიტომ ფერადი შპალერის გამოყენება წელს ნამდვილად კარგი აზრია.

ბუნებრივი მასალები

რადგან დიდი დრო სახლში გავატარეთ და გარეთ გასვლა ჩვენთვის შედარებით გართულდა, ინტერიერის დიზაინში სწორედ ბუნებაში არსებული ფერები, ფორმები, ხაზები თუ სტილი შემოდის. საუბარია ორგანული მასალების გამოყენებაზე, როგორებიცაა, მაგალითად ქვა, მარმარილო, ტრავერტინი, ხე… ამასთან ერთად ქსოვილები, რომელზეც ფოთლები,სოკოები თუ სხვა დეტალებია გამოსახული… ფიქრობენ, რომ მათი გამოყენება სახლში მეტად მშვიდ ატმოსფეროს შექმნის. 

მოგზაურობით შთაგონებული ნივთები

interior design

ხოლო რადგან მოგზაურობაც ამ ეტაპისთვის შეზღუდულია, წელს ინტერიერში სხვადასხვა ქვეყნის აქსესუარები, თუ განსხვავებული კულტურით შთაგონებული ნივთებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. 

ავეჯის მომრგვალებული ფორმები

2022 წელს ავეჯის მომრგვალებული ფორმები კვლავ ტენდენციურია. რბილი კუთხეები თუ ფორმები ინტერიერში უსაფრთხო და მეგობრულ ელემენტად მიიჩნევა, იქნება ეს სკამი, მაგიდა , ტახტი თუ ნებისმიერი სხვა. ისინი სახლში მდიდრული და მყუდრო ატმოსფეროს შექმნაშიც დაგეხმარებათ. ამასთან, წელს ინტერიერში ტყავის ავეჯის შემოტანაც თამამად შეგიძლიათ.

“ვენეციური კედლები”

თაბაშირით კედლების მოპირკეთება დიდი ხნის მანძილზე იყო მოდური, წელს კი ეს ტენდენციაც ბრუნდება. ვენეციური კედლები, რომლისთვისაც ძირითადად თაბაშირს, მწვანე და ყვითელ ფერებს იყენებდნენ,  წელს უკვე თქვენი სივრცის ნაწილად შეგიძლიათ აქციოთ. 

მაღალი გარე ავეჯი

იმის გამო, რომ ღია სივრცეებში დროის გატარება ყველას გვიყვარს და ჩვენი დროის უმეტესობასაც აივნებზე, ჩვენს ბაღებსა თუ ტერასებზე ვატარებთ, გარე ავეჯიც უფრო მნიშვნელოვანი ხდება. წელს კი უპირატესობას სტანდარტულზე მაღალ ავეჯს ანიჭებენ. 

განსხვავებული მატერიებისა და სტილის შერწყმა

თუ ადრე სახლი მხოლოდ ერთ სტილში უნდა მოგეწყოთ, წელს მაგალითად, გვეუბნებიან, რომ თქვენ ძველი სავარძელი თანამედროვე მინიმალისტურ დიზაინსაც კი უნდა შეუხამოთ, ისევე როგორც განსხვავებული მატერიები თუ ფერები. შესაძლოა, ეს ინტერიერში მაქსიმალიზმის დაბრუნებადაც კი ჩაითვალოს…

Leave a Reply

Your email address will not be published.

Compare Listings