Როგორ ავარჩიოთ ფერები ჩვენი სახლისთვის? - Glint Property
დააწკაპუნეთ გასადიდებლად
იტვირთება...
შედეგი ვერ ვიპოვეთ
open map
ხედი საგზაო რუკა Სატელიტი ჰიბრიდი რელიეფი ჩემი ლოკაცია Მთლიანი ეკრანი წინა შემდეგი

გაფართოებული ძებნა

ვიპოვეთ 0 შედეგები. შედეგების ნახვა
თქვენი ძებნის შედეგი

Როგორ ავარჩიოთ ფერები ჩვენი სახლისთვის?

თუ თქვენი სახლისთვის ფერის შერჩევისას პირველი ის ტონები გახსენდებათ, რომელიც ძალიან გიყვართ, სწორადაც ფიქრობთ.  Მსგავსად თქვენ არ ხართ ჩარჩოებში მოქცეული და თავს მეტ თავისუფლებას აძლევთ, თანაც, თქვენი სახლის ინტერიერი თქვენივე ხასიათს უნდა გამოხატავდეს. Ამიტომ, თქვენი საყვარელი ფერი თქვენი ინტერიერის ნაწილად უნდა აქციოთ. 

აქ კი ადამიანების ორ ჯგუფსაც გამოყოფენ: ისინი ვინც უფრო თამამები არიან, არ ეშინიათ შეცდომების  და ფერთა მრავალფეროვნებას ანიჭებენ უპირატესობას და ისინი, ვინც უფრო მოკრძალებულ ფერებს ირჩევენ. 

Შესაძლოა, წითელი ფერი გიყვარდეთ, თუმცა თქვენს ინტერიერში ნაკლებად ხედავდეთ მას, ამ სიტუაციისგან თავის დასაღწევად კი ერთი მარტივი ხერხი არსებობს:

იპოვეთ შთაგონების წყარო

იმისთვის, რომ სასურველი ფერი იპოვოთ ან სწორად გამოიყენოთ, ჯერ ბევრი ინტერიერი უნდა ნახოთ იმ ფერებში, რომელშიც თქვენი სახლი წარმოგიდგენიათ. Დააკვირდით რამდენად შეესაბამება იგი თქვენს განწყობას და შემდეგ შექმენით ფერთა პალიტრა.

დააკვირდით ქსოვილებზე გამოყენებულ ფერებს და წარმოიდგინეთ იგი უფრო ფართო მასშტაბით, იქნება ეს თეთრეული, ბალიშები, პლედები, ხალიჩები თუ სხვა. Დააკვირდით ბუნებაში არსბეულ ფერებს და მათ შეხამებებს, ან თუნდაც, რომელ ფერებს იყენებენ თქვენს საყვარელ ნახატებში.

გაითვალისწინეთ 60-30-10 წესი

60-30-10 წესი სახლში ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ. ამ წესის მიხედვით, თქვენ სახლისთვის 3 ფერს იყენებთ, მათგან ერთი ფერი დომინანტური უნდა იყოს და შესაბამისად, იგი სახლის 60%-ში უნდა გამოიყენოთ, მეორე ფერი 30%-ში, მესამე კი 10%-ში. Მარტივად რომ ავხსნათ, 60 პროცენტი შეიძლება იყოს თქვენი კედლის ფერი, 30 პროცენტი ქსოვილი, რომელსაც გამოიყენებთ, 10 პროცენტი კი ბალიშები.

Შეუსაბამეთ ფერი თქვენს განწყობას

Შეუსაბამეთ ფერი იმ ატმოსფეროს, რომელიც გსურთ რომ კონკრეტულ ოთახში იყოს. Აქ ფერის ფსიქოლოგიას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება… 

Სამზარეულოსა და საერთო ოთახებისთვის, რომელიც ჩვენი ოჯახების შეკრების ადგილადაც იქცევა თბილი ფერების გამოყენებას გვირჩევენ, ხოლო ოთახებისთვის რომელიც ჩვენს პირად სივრცეს ასახავს, იქნება ეს საძინებელი თუ ჩვენი კაბინეტი  უპირატესობას უფრო ცივ ფერებს ანიჭებენ.

გამოიყენეთ თეთრი ფერი

ეს ფერი  თანამედროვე ინტერიერის განუყოფელი ნაწილია და ალბათ, ვერც გაიხსენებთ სივრცეს, სადაც თეთრი ფერი რაღაც ფორმით მაინც არ შეგხვედრიათ. Გარდა იმისა, რომ თეთრი კედლები თქვენს სივრცეში არსებულ ავეჯსა თუ სხვა დეტალებს უსვამს ხაზს, ინტერიერის დიზაინერები თეთრის ცივ და თბილ ტონალობას განსხვავებული  მიზნებისთვისაც იყენებენ. ისეთ სივრცეებში, სადაც ნაკლებია ბუნებრივი განათება უპირატესობას თბილ თეთრს ანიჭებენ, ხოლო იქ, სადაც მეტი სივრცე სჭირდებათ ცივ თეთრს იყენებენ. 

ახლა კი იმ ფერთა შეხამებებს გაგაცნობთ ინტერიერში, რომელსაც დღეს ძალიან ხშირად იყენებენ. ეს, შესაძლოა, იმ სახლის გახდეს შთაგონება, რომელიც Glint Property-ს პროექტებში უკვე შეიძინეთ ან სამომავლოდ გეგმავთ…

Მწვანე და ღია ნაცრისფერი

თეთრი და შავი

ვარდისფერი, ღია და მუქი მწვანე

ლურჯი და თეთრი

Შავი, თეთრი და ღია ნაცრისფერი

ქვიშისფერი, ლურჯი  და ნაცრისფერი

ყვითელი და ნაცრისფერი

ვარდისფერი და შავი

Leave a Reply

Your email address will not be published.

Compare Listings