Როგორ შევქმნათ Ბოჰემური სტილის ინტერიერი ჩვენს სახლში? - Glint Property
დააწკაპუნეთ გასადიდებლად
იტვირთება...
შედეგი ვერ ვიპოვეთ
open map
ხედი საგზაო რუკა Სატელიტი ჰიბრიდი რელიეფი ჩემი ლოკაცია Მთლიანი ეკრანი წინა შემდეგი

გაფართოებული ძებნა

ვიპოვეთ 0 შედეგები. შედეგების ნახვა
თქვენი ძებნის შედეგი

Როგორ შევქმნათ Ბოჰემური სტილის ინტერიერი ჩვენს სახლში?

ავტორი admin on მაისი 13, 2022
0

აქ თავს სრული თავისუფლება შეგიძლიათ მისცეთ და გამოიყენოთ ყველაფერი, რაც გსურთ, იქნება ეს ავეჯი, დეკორატიული ნივთები, ფერები, ფორმები, ქსოვილები თუ სხვა. Ბოჰემური სტილი თქვენი პიროვნების ინტერიერში ასახვის უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ. ჭრელი და ნათელი ფერები კი ამ სტილის განუყოფელი ნაწილია. 

ეს გასაკვირი არც იქნება, თუ ბოჰემური სტილის ისტორიას გავიხსენებთ — Როცა ბოშები პარიზში ჩავიდნენ, იმდროინდელი ბოჰემიიდან ეგონათ, ამიტომ მათი ცხოვრების წესი, ყოფა თუ კულტურა ბოჰემურ სტილად ჩამოყალიბდა. ტერმინიც ფრანგული სიტყვიდან La Boheme მოდის და ბოშას ნიშნავს. 

ბოჰემურმა სტილმა თავდაპირველად მეცხრამეტე საუკუნის ხელოვნებაში იჩინა თავი, თუმცა შემდეგ ინტერიერშიც მარტივად გადმოინაცვლა. Ამიტომ შემთხვევითობა არ არის, როცა ხელოვანი ადამიანები უპირატესობას ხშირად ამ სტილს ანიჭებენ. Მიუხედავად თამამი გადაწყვეტილებებისა, სახლში საკმაოდ მყუდრო და კომფორტული ატმოსფეროც შეგიძლიათ შექმნათ. 

ფერები

Ბოჰემურ დიზაინში არ არსებობს ფერების კონკრეტული სქემა, Აქ იყენებენ ნებისმიერ ფერს, რომელიც უყვართ, რაც არ უნდა კონტრასტული იყოს იგი. Თუმცა, ინტერიერის დიზაინერები უფრო თბილი ტონების გამოყენებას გვირჩევენ, ისეთის, როგორიცაა, ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, ლურჯი, ფორთოხლისფერი და წითელიც კი.

Ხოლო Სახლში Მეტად სუფთა იერსახის შესანარჩუნებლად კედლებისთვის ფერთა ნეიტრალურ ბაზას ანიჭებენ უპირატესობას. Ასეთი თქვენს ჭრელ ინტერიერში თეთრიც შეიძლება იყოს, უფრო ინტენსიური ფერების შემოტანას კი ტექსტილისა თუ სხვა დეკორატიული ნივთების გამოყენებით გვირჩევენ.

Მცენარეები

Მართალია, უკვე მცენარეებს თითქმის ყველა ინტერიერის დიზაინში ვხვდებით, მაგრამ აქ მას კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს. Მცენარეებით ინტერიერში ახალი ფერები შეაქვთ, რითაც ატმოსფერო მეტად ცოცხალი და თავისუფალი ხდება. აქ Მცენარის განთავსებისთვის კონკრეტული ადგილიც კი არ არსებობს, მათი მოთავსება ნებისმიერ სივრცესა თუ დონეზეა შესაძლებელი, იქნება ეს იატაკი, ფანჯრის რაფა თუ საერთოდ ჭერზე ჩამოკიდებული ქოთნები. Ბოჰემური სტილის მოყვარულები Მცენარის არჩევის დროსაც სრული თავისუფლებით სარგებლობენ, ინტერიერში ათავსებენ კაქტუსებს, ფოთლოვან მცენარეებსა და პატარა ხეებსაც კი.  

ავეჯი

“Ბოჰემური ავეჯი” არა მხოლოდ ახალ, არამედ ვინტაჟურ მაღაზიებშიც მოიძებნება. ეს ბავშვობის ნივთების გამოყენების საშუალებასაც გვაძლევს, რასაც გარდა სიძველისა, ჩვენთვის სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს.  ამასთან ერთად, უპირატესობას სხვადასხვა სიმაღლის, თუმცა მაინც უფრო დაბალი ზომის ავეჯს ანიჭებენ. Აქვე შეხვდებით Სარკისებურ ზედაპირებსაც.  Ბოჰემური სტილით შთაგონებულ სახლებში ფერადი პუფები და ყავის მაგიდებიც შეგიძლიათ იპოვოთ. Ხოლო ის, რაც მათ აერთიანებთ ბუნებრივი მასალებია — ძირითადად კი უფრო ღია ტონის ხის მასალები და ტყავი გამოიყენება.

დეკორატიული ნივთები

Რადგან ბოჰემური დიზაინის ისტორია ხელოვნებას უკავშირდება აქ ყურადღებას ხელნაკეთ ნივთებზე ამახვილებენ. ძველ ნივთებს არა მარტო ახალი სახლი შეიძლება აჩუქოთ, არამედ ახალი ფუნქციითაც გამოიყენოთ და, Მაგალითად, ძველი კალათი ჭაღად აქციოთ. Ინტერიერის დიზაინერების რჩევებს თუ დავუჯერებთ, ერთი დასამახსოვრებელი ნივთი ყველა ადგილიდანაც უნდა წამოვიღოთ და შემდგომ ინტერიერში მოვათავსოთ. Ასე ადამიანის ხასიათისა და ცხოვრების სტილის გამოხატვაც მარტივად ხდება. თუმცა მაინც ისეთი ნივთები უნდა ავირჩიოთ, რომლებიც ყურადღებას მარტივად მიიპყრობენ და ჩვენი სახლის სტუმრებს პატარა ისტორიასაც გაუზიარებენ. Ასეთი, შესაძლოა, იყოს Რუკები, სანთლები, Ძველი მეტალის ნივთები, მაგიდის სანათები, ნახატები თუ სხვა.

Მრავალფეროვანი ქსოვილები და ტექსტურები

Ბოჰემური სტილის მქონე სახლებში ხალიჩებისა და გობელენის განთავსება Კედელზეც კი შეგიძლიათ, რაც მას სხვა სტილის მქონე სახლებისგანაც დიდად განასხვავებს. Აქ ნებისმიერი ტიპისა თუ ფუნქციის მქონე ქსოვილი გამოიყენება, იქნება ეს ბალიშები სკამისთვის, პლედები, მაგიდის გადასაფარებლები თუ სხვა. Ხშირად შეხვდებით ე.წ. Მაკრამეს, რასაც ბოჰემური სტილის სიმბოლოდაც კი თვლიან.

Ხოლო ახლა, როცა უკვე ყველაფერი გაიგეთ ამ სტილის შესახებ, შესაბამისი სივრცეც უნდა მოძებნოთ. Glint Property-ის პროექტებში კი თქვენი სახლისთვის შესაბამის სივრცეს მარტივად აღმოაჩენთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.

Compare Listings