ცოტა რამ სკანდინავიური სტილის შესახებ - Glint Property
დააწკაპუნეთ გასადიდებლად
იტვირთება...
შედეგი ვერ ვიპოვეთ
open map
ხედი საგზაო რუკა Სატელიტი ჰიბრიდი რელიეფი ჩემი ლოკაცია Მთლიანი ეკრანი წინა შემდეგი

გაფართოებული ძებნა

ვიპოვეთ 0 შედეგები. შედეგების ნახვა
თქვენი ძებნის შედეგი

ცოტა რამ სკანდინავიური სტილის შესახებ

ის ასოციაციები თუ მოლოდინი, რაც სკანდინავიური დიზაინის გაგონებისას გიჩნდებათ, ნამდვილად შეესაბამება სინამდვილეს. დიახ, იგი კონკრეტული გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატური პირობების მიხედვით შეიქმნა.  

იმისთვის, რომ გრძელ სუსხიან ზამთარს მარტივად გამკლავებოდნენ, სახლში ნათელი, მყუდრო, თბილი და ფუნქციური სივრცე შექმნეს.

ხოლო თუ ისტორიულ ფაქტებსაც გადავხედავთ, მივხვდებით, რომ სკანდინავიური დიზაინი სწორედ იმჟამინდელმა ყოფამ შექმნა. ფერმერებს სუსხიან ზამთარში გადაადგილება უჭირდათ, ამიტომ საკუთარი სახლის მოწყობა, თავადვე, ხელნაკეთი ნივთებითა და ბუნებრივი მასალებით უწევდათ. ბუნების სიყვარულმა კი სკანდინავიურ დიზაინში შეიტანა ის, რაც მას მინიმალიზმისგან განასხვავებს – მეტად მყუდრო და თბილი ატმოსფერო. 

მეტიც, როგორც ამბობენ, სკანდინავიური დიზაინის მოწყობა უფრო იაფია. ხოლო ბუნებრივი მასალები, ფერები და მცენარეები, ნაკლები ავეჯი, მეტი სინათლე და სივრცე სწორედ იმისთვის იქმნება, რომ ბუნების ჰარმონია სახლშიც შევინარჩუნოთ.

ახლა კი სკანდინავიური დიზაინის მახასიათებლები უფრო დეტალურად განვიხილოთ.

თეთრი კედლები

იმისთვის, რომ სკანდინავიური გრძელი და ცივი ღამეები მარტივად დაეძლიათ და სახლი მეტად ნათელი ყოფილიყო, კედლებისთვის ძირითადად თეთრ ფერს იყენებდნენ, იშვიათად კი სხვა ფერის ღია ტონებსაც. თუმცა ეს აუცილებლად საღებავი უნდა ყოფილიყო და არა შპალერი. ხოლო ერთფეროვნებას კედლებზე ნახატებითა და ოჯახური ფოტოების განთავსებით უმკლავდებოდნენ, რაც დღემდე სკანდინავიური დიზაინისთვის ერთ-ერთ მთავარ შტრიხს წარმოადგენს. 

ხის იატაკი

იატაკისთვის კი  უპირატესობას კვლავ ბუნებრივ მასალებს ანიჭებენ. ეს შეიძლება იყოს როგორც პრიალა, ისე მატოვი ხის მასალა, რომელიც თეთრ კედლებთან სასიამოვნო კონტრასტს ქმნის. თუმცა აქაც მაინც უფრო ღია ფერის ხის მასალების გამოყენებაა რეკომენდირებული. 

ფუნქციური ავეჯი

სკანდინავიური სტილის მიმდევრები, მინიმალისტური სტილის მსგავსად, ნაკლებ ავეჯს იყენებენ, მიზანი კი სახლში მეტი სივრცის არსებობაა. მართალია, ნაკლები ავეჯი უნდა განვათავსოთ, მაგრამ იგი მეტად ფუნქციური და პრაქტიკულიც უნდა იყოს. აქ ხშირად შეხვდებით ხის სკამებსა და მაგიდებს… მკვეთრი ხაზები კი სკანდინავიური დიზაინის ავეჯისთვის მთავარი მახასიათებელია. ავეჯის ფერის არჩევისას კი უფრო თავისუფლად შეგიძლიათ იყოთ და მუქ ფერებსაც მიანიჭოთ უპირატესობა.

ბუნებრივი ქსოვილები

სკანდინავიური დიზაინით შთაგონებულ სახლებში ბევრი ქსოვილიც შეგხვდებათ. თუმცა ესეც აუცილებლად ბუნებრივი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული. იქნება ეს ხალიჩა, ფარდები, ბალიშები, პლედები, გადასაფარებლები თუ სხვა. 

ქსოვილებზე გეომეტრიულ ფორმებს, ცხოველებს, ფრინველებსა და მცენარეებსაც დაინახავთ. აქვე შეამჩნევთ ცხოველის ტყავის მსგავს ფაქტურასა და ვიზუალს. მთლიანობაში კი თქვენი სივრცე მეტად თბილი და მყუდრო გახდება.

დეკორატიული ნივთები 

სკანდინავიურ დიზაინში დეკორატიულ ნივთებს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება, რაც გარემოს კონკრეტულ შინაარსს სძენს და უფრო მრავალფეროვანსაც ხდის. იქნება ეს კერამიკული ვაზები, სუვენირები, შანდლები თუ სხვა რამ. ვინტაჟურ დეტალებსაც  საკმაოდ ხშირად შეხვდებით.

აქვე უნდა ვახსენოთ სარკეებიც, რომელიც სინათლეს ირეკლავს და ჩვენს სივრცეს კიდევ უფრო დიდად წარმოაჩენს. ხოლო იმისთვის, რომ ინტერიერი მეტად გამოვაცოცხლოთ, სახლში ბევრი მცენარეც უნდა გვქონდეს.

ბუხარი

საინტერესოა ისიც, რომ სკანდინავიური ზამთრების გამო ბუხარი სახლის განუყოფელ ნაწილად იქცა. გარდა იმისა, რომ გათბობისთვის კარგი საშუალებაა, სახლში უფრო მყუდრო ატმოსფეროსაც ქმნის. თუმცა ისიც მართალია, რომ ახალ საცხოვრებელ კომპლექსებში ბუხარი ხშირად არ გვხვდება… მაგრამ ამ ეფექტის შექმნა ელექტრო ბუხრის დახმარებით მაინც მარტივად შეგვიძლია.

ხოლო იმისთვის, რომ განსაკუთრებული სკანდინავიური ინტერიერი შექმნათ, სივრცე სწორად უნდა შეარჩიოთ, რაშიც GLINT PROPERTY დაგეხმარებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published.

Compare Listings