Mziuri Gardens - Glint Property

,,მზიური გარდენსი“ ბათუმში ახალი უნიკალური პროექტია კურორტ მახინჯაურში, რომლის მშენებლობაც ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მახინჯაურის ტერიტორია ჰიფსომეტრიულად არის
განლაგებული ზღვის დონიდან 15-100 მეტრზე, აქ არსებულ მიკროკლიმატს და
სუბთერმულ-მინერალურ წყალს ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ XX საუკუნის
დასაწყისში იყენებდა სხვადახვა დაავადების სამკურნალოდ.
მდებარეობა: შავი ზღვის სანაპიროს ვიწრო ზოლი, ქ. ბათუმიდან ჩრდილო-დასავლეთით
6 კმ-ის მანძილზე.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 15-100 მ.
მულტიფუნქციური კომპლექსის ტერიტორია 15 000 კვ.მ-ზე იქნება გაშენებული,
საიდანაც უდიდესი ნაწილი უშუალოდ რეკრეაციულ ზონას და გამწვანებას დაეთმობა.
კომპლექსის რეზიდენტებს/მაცხოვრებლებს ექსკლუზიური წვდომა ექნებათ 5***** სასტუმრო
,,CROWNE PLAZA-ს“ ინფრასტრუქტურასთან და სერვისებთან.

Mziuri Gardens – არის მიმზიდველი ინვესტიცია ბათუმში. ამ უნიკალურ პროექტში ბინის ყიდვა უძრავი ქონების მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, თავად განკარგოს უძრავი ქონება და გადასცეს მმართველ კომპანიას შემდგომი ოპერაციებისთვის, რაც იწვევს ინვესტიციის დაბრუნებას 4-6 წელიწადში.

უნიკალური სპა კურორტი და სპა გამაჯანსაღებელი ცენტრი თავის სერვისებთან ერთად პროექტს ტურისტებისთვის მიმზიდველს გახდის მთელი წლის განმავლობაში.

ამ უპირატესობების ერთობლიობა მზიურის ბაღს, როგორც ბიზნეს ინვესტიციას, უფრო მეტ მომგებიანობას ანიჭებს.

Mziuri Gardens-ის ინვესტორია ბრიტანული კომპანია MRMU.

სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის ივნისისთვის დასრულდება.

Mziuri Gardens:

  • სპა და ფიტნეს ცენტრი
  • კეთილმოწყობილი ეზო
  • კეთილმოწყობილი პლიაჟი
  • საბავშვო ინფრაქსტურქტურა
  • დახურული და გარე საცურაო აუზები
  • რესტორნები და კაფე-ბარები
  • საკონფერენციო დარბაზი
  • ლობი,გარემო საქმიანი შეხვედრებისა და დასვენებისთვის
  • კონსიერჟის მომსახურება
  • უსაფრთხოება და ვიდეო კონტროლი 24/7
  • ორსართულიანი პარკინგის ადგილი
  • ახალი OTIS ლიფტები ყველა შესასვლელში
  • Მანქანის რეცხვა
  • Მშრალი წმენდა
  • ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სრული წესები;
  • უფასო ელექტრომობილები ბათუმში (მაისიდან სექტემბრამდე)
  • საცხოვრებელი კომპლექსის დასუფთავება
  • ბინის გაქირავების სერვისი;

ბინები:

ბინები ბარდება ახალი რემონტით. პროექტი ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.mziurigardens.ge, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროექტი.

აირჩიეთ ბინა და ჩვენ გაგიწევთ თქვენზე მორგებულ შეთავაზებას.

კონტაქტი

Schedule a showing?

Developer Reviews

You need to login in order to post a review

Compare Listings