რატომ უნდა განვახორციელოთ ინვესტიცია საქართველოში? - Glint Property
დააწკაპუნეთ გასადიდებლად
იტვირთება...
შედეგი ვერ ვიპოვეთ
open map
ხედი საგზაო რუკა Სატელიტი ჰიბრიდი რელიეფი ჩემი ლოკაცია Მთლიანი ეკრანი წინა შემდეგი

გაფართოებული ძებნა

ვიპოვეთ 0 შედეგები. შედეგების ნახვა
თქვენი ძებნის შედეგი

რატომ უნდა განვახორციელოთ ინვესტიცია საქართველოში?

ავტორი admin on დეკემბერი 10, 2021
0

რატომ უნდა ვიყიდოთ ბინა საქართველოში? რატომ უნდა დავხარჯოთ აქ ჩვენი ფული, როცა შეგვიძლია უფრო განვითარებულ ქვეყნებში წავიდეთ საცხოვრებლად? ბიზნესის დასაწყებად ან დასასვენებლად?

არა ერთი მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუმცა პირველი, რასაც ვახსენებ არის გარემო, რომელსაც ქართველი ხალხი ქმნის, არცერთ ქვეყანაში არ მიგიღებენ ისეთი სტუმართმოყვარეობით, როგორც საქართველოში. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ, უბრალოდ სტუმრობ ქვეყანას თუ დიდი ხნით აპირებ აქ გაჩერებას, ქართველები ყოველთვის ეცდებიან, რომ მათი გარემო შეგაყვარონ და შემდგომში საქართველოში დაბრუნება მოგანდომონ.

რატომ უნდა განვახორციელოთ ინვესტიცია საქართველოში?

რადგან საქართველოს რეგიონში მოწინავე პოზიცია უჭირავს და, შესაბამისად, აქ ფულის დაბანდება ინვესტორებში ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით კი ინვესტირება უძრავ ქონებაში. მნიშვნელოვანი ფაქტი კი ის არის, რომ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირება სამჯერ აღემატება დასავლეთ ევროპაში ფულის დაბანდებას.

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ  უძრავ ქონებაში ინვესტირება ძირითადად სამი მიმართულებით ხორციელდება:

1. კომერციული ფართები – რადგან ქვეყანაში ურბანიზაციის პროცესი სწრაფად მიდის და ასევე მზარდია უცხოელი ინვესტორებისა თუ ტურისტების რიცხვი ქვეყანაში, თქვენი კომერციული ფართის გაქირავება პრობლემა არასდროს იქნება

2. ბინა/კერძო სახლი – ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ბინის გაქირავებით ან დაგირავებით, რითაც მომავალში დამატებით შემოსავალს მიიღებთ, შეძლებთ მალევე დაიბრუნოთ ის ფული, რაც დააბანდეთ კონკრეტულ უძრავ ქონებაში

3. ტურისტულ ადგილებში ბინის შეძენა  – ბათუმი, გონიო, ბაკურიანი, გუდაური, როგორც საზღვაო, ისე სამთო კურორტებში ბინის ყიდვა გულისხმობს იმას, რომ თქვენი შემოსავალი ტურისტულ სეზონზე ძალიან სწრაფად გაიზრდება. ტურისტებისთვის სახლის მიქირავებას როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო საიტების დახმარებით შეძლებთ და თუ ბინას აპარტ-სასტუმროში, ანუ მრავალსართულიან სასტუმრო კომპლექსში შეიძენთ, ბინის გაქირავებაში კომპანია დაგეხმარებათ. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ ორმხრივი სარგებლის მიღება, შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი შემოსავალი და გამოიყენოთ იგი პირადი დასვენების მიზნით.

ახლა კი, უფრო კონკრეტულ მიზეზებზე გადავიდეთ:

გეოგრაფია

საქართველოს გააჩნია სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მიიჩნევა ხიდად, რომელიც აერთიანებს ევროპულ და დასავლურ ბაზრებს, კასპიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებს.

ეს არის ადგილი, სადაც მთა და ზღვა უმოკლესი მანძილით არის ერთმანეთისგან დაშორებული, რაც საშუალებას გვაძლევს დავისვენოთ როგორც საზღვაო, ისე სამთო კურორტებზე და ჩვენი თავისუფალი დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

კულტურა

თუ უძრავი ქონების შეძენას გეგმავთ იმისთვის, რომ შემდეგ ტურისტებზე გააქირავოთ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან საქართველოს გააჩნია უამრავი რესურსი, რაც მრავალ ტურისტს იზიდავს. მრავალფეროვანია ქართული კულტურა, გააჩნია იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი უნიკალური ძეგლები, ქართული სამზარეულო, მეღვინეობა, ისტორია, რომელიც უნიკალურია თავისი მოცემულობით , ბუნება თუ სხვა ფასეულობები.

ეკონომიკა

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ , რომ საქართველოში მაღალია ეკონომიკური უსაფრთხოების მაჩვენებელი, რასაც ადასტურებს მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად კი უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება და ფასები მუდმივად მყარდება, ეკონომიკური კრიზისების დროს კი ყველაზე ნაკლებად სწორედ უძრავ ქონებაში ინვესტირებული ფული ზიანდება, საქართველოში კი სტაბილურია ეს მდგომარეობა, რადგან ეკონომიკა მზარდი განვითარებით ხასიათდება.

სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს: “ საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით Heritage Foundation-ის მონაცემებით 76.2 იყო, საიდანაც მსოფლიოს მასშტაბით 170 ქვეყნიდან საქართველო მე-16 ადგილზეა, ხოლო ევროპის მასშტაბით 44 ქვეყნებს შორის მე-9 ადგილს იკავებს.“

ბიზნესი

მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსით,  საქართველო მე-9 ადგილზეა, უსწრებს ისეთ ქვეყენებს, როგორიცაა შვედეთი, ესტონეთი, ფინეთი და ავსტრალია. ეს მონაცემი კი მეტყველებს ბიზნესის რეგისტრაციისა თუ ოპერირების მინიმალურ პრობლემებსა და ხარჯებზე, სადაც მაქსიმალურად გათვალისწინებულია ინვესტორების ინტერესები.

უსაფრთხოება

საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზეა(Numbeo’s Crime Index 2018), რაც გულისხმობს როგორც პირად უსაფრთხოებას, ისე დაცულ გარემოს ბიზნესის მართვისთვის.

მომსახურება

ქვეყანაში გამორჩეულია მომსახურების სფერო, რომელიც მუდამ ვითარდება და მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული, მაგალითად, უძრავი ქონების გაფორმებას უკვე მხოლოდ ერთი დღე სჭირდება. მეტიც საქართველო ერთერთი პირველი ქვეყანაა, სადაც უძრავი ქონების შეძენას დისტანციურად შეძლებთ, ონლაინ ზარის დახმარებით, ეს მეთოდი ცნობილია, როგორც „ბლოკჩეინის ტექნოლოგია“, სადაც შეუძლებელია რაიმე ინფორმაციისა თუ მონაცემის გაყალბება.

დაბალი ფასები

საქართველოში უძრავი ქონების შეძენა, სხვა ევროპულ ანალოგებთან შედარებით, ბევრად უფრო დაბალ ფასად არის შესაძლებელი, რაც ერთერთი საუკეთესო მიზეზია ამ გადაწყვეტილების მისაღებად, მეტიც თუ თქვენ საქართველოში უძრავ ქონებას ფლობთ არ გიწევთ რაიმე გადასახადის გადახდა.

ძრავი ქონების გაქირავება/დაგირავების საუკეთესო შესაძლებლობა

მათთვის ვინც ფულს საქართველოში, უძრავ ქონებაში, აბანდებს, ეს წარმატებულ ბიზნესადაც გარდაიქმნება, რადგან მაღალია ბინის გაქირავებისა თუ დაგირავების მსურველთა რაოდენობა, შესაბამისად, დახარჯულ ფულს უკან მალევე დაიბრუნებთ.

ეს შესაძლებლობა  უკვე ბევრმა ადამიანმა გამოიყენა სწორად, უცხოელი ექსპერტებიც კი ადასტურებენ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირების ზრდას, განსაკუთრებით კი ახალ საცხოვრებელ კომპლექსებში, რადგან უკეთ არის მოწყობილი, არის გამწვანება და საუკეთესო პირობები ბინის შესაძენად. მეტიც უცხოელი მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება ერთერთი ყველაზე ღირებული ინვესტიციაა.

ბინადრობის უფლება

საქართველოში ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა უძრავი ქონების შეძენა 35 ათასი დოლარიდან, მაშინ როცა ევროპის სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 500 ათასი ევროდან იწყება. ბინადრობის ნებართვა საშუალებას გაძლევთ მომავალში მიიღოთ საქართველოს მოქალაქეობა და სხვა დადებით მხარეებთან ერთად ისარგებლოთ უვიზო მიმოსვლით 94 ქვეყანაში. რაც გულისხმობს მარტივ გადაადგილებას სამოგზაურო თუ საქმიანი ვიზიტით კონკრეტულ ქვეყნებში. უვიზოდ ყოფნის მაქსიმალური ვადა განისაზღრება 90 დღით ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

სიმარტივე

ასევე მიიჩნევა, რომ უძრავი ქონება სხვა ტიპის ინვესტირებებთან შედარებით, უფრო მარტივია სამართავად. რადგან უფრო მეტად გვაძლევს სამომავლო პროგნოზების გაკეთების საშუალებას, მაგალითად, როდის შევძლებთ გაქირავებას და როდის შეიძლება ეს გახდეს პრობლემა ჩვენთვის. თქვენ თქვენი ციფრული კავშირებით მარტივად შეგიძლიათ ბინის ახალი მეპატრონის პოვნა, გაქირავება ან დაინტერესება.

სწორედ ამიტომ, ოჯახების უმრავლესობა ცდილობს რამდენიმე საცხოვრებელი თუ კომერციული ფართის შეძენას, დახარჯულ თანხას კი უკან მალევე იბრუნებს, რადგან სამომავლოდ უძრავ ქონებაში ინვესტირება მაღალ მოგებას იძლევა.

როგორც ხედავთ, საქართველოში ინვესტიციის განხორციელებისთვის უამრავი მიზეზი არსებობს, ასე რომ არ გადადო, აქციე დღევანდელი შემოსავლები სამომავლო მოგების წყაროდ და დააბანდე ფული უძრავ ქონებაში. თანაც ჩვენ თქვენთვის განსაკუთრებული პირობები და შეთავაზებები გვაქვს.

გისურვებთ წარმატებებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.

Compare Listings