ბლოგი ჩვენ შესახებ - Glint Property
დააწკაპუნეთ გასადიდებლად
იტვირთება...
შედეგი ვერ ვიპოვეთ
open map
ხედი საგზაო რუკა Სატელიტი ჰიბრიდი რელიეფი ჩემი ლოკაცია Მთლიანი ეკრანი წინა შემდეგი

გაფართოებული ძებნა

ვიპოვეთ 0 შედეგები. შედეგების ნახვა
თქვენი ძებნის შედეგი

ბლოგი ჩვენ შესახებ

ავტორი admin on დეკემბერი 23, 2021
0

დღეს Glint Property-ს ერთერთ დამფუძნებელს შიო ხეცურიანს გავესაუბრეთ და მივიღეთ პასუხები ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე.

„Glint Property არის კომპანია, რომელიც ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ეხმარება შეიძინონ ბინა ამერიკიდან საქართველოში“

ვის შეუძლია თქვენთან ბინის შეძენა?

ჩვენს სამიზნე სეგმენში შედიან, ძირითადად, ქართველი ემიგრანტები და ადამიანები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომლებიც ცხოვრობენ აშშ-ში. სერვისი ხელმისაწვდომია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში უძრავი ქონების შეძენით, იქნება ეს ბინა თუ კომერციული ფართი

რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს მათთვის სასურველი ბინისა თუ კომერციული ფართების არჩევაში, ყიდვასა და შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადებაში. იმისთვის, რომ უფრო კომფორტული სერვისი შეგვექმნა და გაგვემარტივებინა მათთვის ბინის შერჩევის არც თუ ისე ადვილი პროცესი, გავხსენით ოფისი ნიუ-იორკში 6902 18th Ave, Brooklyn, New York, NY, 11204 , სადაც უკვე მრავალმა ემიგრანტმა შეიძინა საცხოვრებელი ფართი, ჩვენ კი კმაყოფილი მომხმარებლები

რომელ კომპანიებთან თანამშრომლობთ?

ჩვენი პარტნიორები არიან ქართულ ბაზარზე წამყვანი კომპანიები: არქი, მარშალ დეველოპმენტი, მზიური გარდენსი, ალიანს ჯგუფი და White Sails

სად  შეუძლიათ ემიგრანტებს ბინის შეძენა?

დაინტერესებულ ემიგრანტებს შეუძლიათ იყიდონ უძრავი ქონება ჩვენი პარტნიორი კომპანიების ნებისმიერ პროექტში, თბილისში, ბაკურიანში, ბათუმში, გონიოში, გუდაურსა თუ კურორტ გოდერძიში, მათ შორისაა არქის 20-ზე მეტი პროექტი თბილისსა და ბაკურიანში

მაგალითად, თუ არქის, ან სხვა პარტნიორი კომპანიის ბინის შეძენა მსურს, თქვენ თანამშრომლობისთვის ამატებთ თუ არა რაიმე თანხას?

არა, ჩვენი მომხმარებლები, ჩვენი დახმარებით, ამერიკიდან საქართველოში ბინას შეიძენენ ზუსტად იმ ფასსა დაა პირობებში, რასაც კომპანია საქართველოში სთავაზობს, ასე რომ, საქართველოში ნათესავების გაგზავნის ნაცვლად, თქვენ შეძლებთ ამერიკაშივე აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბინა, იდენტური თანხითა და პირობებით

რა იგეგმება მომავალში?

უახლოეს მომავალში, ვფიქრობთ, კიდევ გავაფართოვოთ პარტნიორი კომპანიების სია და მომხმარებლებს კიდევ უფრო ფართო არჩევანი შევთავაზოთ. ასევე, ვმუშაობთ შესაბამისი ლიცენზიის აღებაზე, რომ მალევე დავიწყოთ გაყიდვები ამერიკაში, სხვათა შორის უკვე ბევრი დაინტერესებული მომხმარებელი გვყავს.

Leave a Reply

Your email address will not be published.

Compare Listings